კახეთის გუბერნატორის განცხადებით, ოპოზიცია ინაუგურაციის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციას ვერ გამართავს

კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, იმ მოედანზე, სადაც გაერთიანებულ ოპოზიციას საპროტესტო აქცია აქვს დაგეგმილი, საპროტესტო აქცია ვერ გაიმართება.

როგორც ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული ტერიტორია წარმოადგენს უსაფრთხოების ზონას.

"როდესაც ოპოზიციამ მომართა მერიას მიტინგის ჩატარების მოთხოვნით, მათ მიეცათ განმარტება, რომ ამ ტერიტორიაზე სახელმწიფო ღონისძიება უკვე დაგეგმილია, ამიტომ მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც უსაფრთხოების ზონას წარმოადგენს, საპროტესტო აქცია წარმოუდგენელია. მერიამ შესთავაზა ცენტრალურ მოედანზე ჩაეტარებინათ ეს ღონისძიება. გამოყოფილი არის მათთვის თელავის ერთ-ერთი ცენტრალური მოედანი. აქ აქციას ვერ გამართავენ, რადგან ეს ტერიტორია არის სახელმწიფო ღონისძიებისთვის განკუთვნილი",- განაცხადა ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიციას აქვს არჩევანი - წავიდეს შემდგომი მარგინალიზაციის გზით თუ ჩაეტიოს დემოკრატიული თავისუფლების გამოხატვის ჩარჩოებში.

"დემოკრატიულად,, თავისი პოლიტიკური შეხედულებების გამოხატვის ყველა პირობა შეექმნათ. თუ მას სურთ მხოლოდ კონფრონტაცია-მარგინალიზაცია, ეს მხოლოდ მათი არჩევანია. მე ვურჩევდი უფრო დემოკრატიული განვითარების გზა აერჩიათ", - აღნიშნა გუბერნატორმა.

იხილეთ ვიდეო: "აქ აქციას ვერ გამართავენ" - კახეთის გუბერნატორის თქმით ოპოზიცია ინაუგურაციის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციას ვერ გამართავს

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს