ლაშა ჟვანია - დღევანდელ დღეს პროტესტი ნაკლებად უხდება

პროტესტი დღევანდელ დღეს ნაკლებად უხდება, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის სავარაუდოდ მომავალმა ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ ჟურნალისტებს ერეკლე მეორის სასახლესთან ინაუგურაციის დაწყებამდე განუცხადა, როდესაც ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა. ლაშა ჟვანიას თქმით, ის იმედოვნებს, რომ ექსცესები არ იქნება.

„წინასაარჩევნოდაც, ამჟამად უკვე არჩეულმა პრეზიდენტმა დაადასტურა მრავალგზის, რომ ის იქნება დამოუკიდებელი და ყველას პრეზიდენტი. შესაბამისად, პროტესტი დღევანდელ დღეს ნაკლებად უხდება. უფრო მნიშვნელოვანია ვიფიქროთ იმაზე, ეს ჩვენი გახლეჩილი და გაყოფილი საზოგადოება როგორ გავერთიანდეთ. ჩვენი საზოგადოება მხოლოდ პოლიტიკურად არ არის გახლეჩილი. ბევრი სხვადასხვა ნიშნით ვართ გახლეჩილი და მნიშვნელოვანია ვიფიქროთ . ეს იქნება პრეზიდენტის პირველი პრიორიტეტი, რომ თავად შესთავაზოს ის გზები როგორ მოხდეს საზოგადოების და ქვეყნის გაერთიანება.

დარწმუნებული ვარ ექსცესები არ იქნება. ეს საკუთარი ქვეყნის მიმართ პატივისცემაა და როდესაც ეს გვაერთიანებს და გვამოძრავებს, ექსცესები არ იქნება“, - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს