ბასა ფოცხიშვილი - ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით ინაუგურაციას და ვლოცულობთ, რომ კარგად ჩატარდეს

არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ღონისძიების რეჟისორის, ბასა ფოცხიშვილის განცხადებით, საქართველოს ჰიმნს სამების მგალობელთა გუნდი შეასრულებს. მისივე თქმით, ასევე შესრულდება მრავალჟამიერი, რომელსაც ერთობლივად ანსამბლები - "ქართული ხმები", "რუსთავი", "ერისიონი" და "შვიდკაცა" შეასრულებენ.

„დღეს გამთენიისას დასრულდა სამუშაოები. ყველაფერი წესრიგშია. საქართველოს ჰიმნს შეასრულებს სამების გუნდი, ხოლო მრავალჟამიერს ერთობლივად "ქართული ხმები", "რუსთავი", "ერისიონი" და "შვიდკაცა". ჩემთვის ბედნიერებაა მათთან მუშაობა. იმედი მაქვს, რომ ხარვეზების გარეშე ჩაივლის. ყველა ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით და ვლოცულობთ, რომ კარგად ჩატარდეს. ინაუგურაცია არ იქნება პომპეზური, რადგან არ ახასიათებს ქართულ კულტურას. იქნება ზომიერი და თავშეკავებული",- განაცხადა ფოცხიშვილმა.

მანვე ერეკლე მეფის როლზეც ისაუბრა. მისი თქმით, იგი რთული არჩევანის წინაშე იდგა და გადაარჩინა საქართველო.

„ყველაზე რთული იყო ინაუგურაციის მომზადებისას, მოვრგებოდით ამ ადგილს. აქ ყოველი ზედმეტობა არის მიუღებელი. დიდებული არქიტექტურაა, საოცარი ლანდშაფტია და საოცარია კავკასიონი. ყველაზე დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ჯგუფის თითოეული წევრი ღონისძიებას, რადგან ტარდება დიდი ერეკლე მეფის სასახლეში. მრავალი წლის შემდეგ აქ უკვე დამოუკიდებელი პრეზიდენტის ინაუგურაციაა. ერეკლე მეფემ გადაარჩინა საქართველო. ის რომ დღეს ჩვენ ქართულად ვლაპარაკობთ, სარწმუნოება გვაქვს შენარჩუნებული, ევროპული აზროვნება გვაქვს, ეს მისი დამსახურებაა",- განაცხადა ფოცხიშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის