სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი საქართველოს ეწვია

ცოტა ხნის წინ თბილისში სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ჩამოვიდა. სტუმარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დახვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ სტუმარს მადლობა გადაუხადა საქართველოში ჩამოსვლისთვის, ხაზი გაუსვა სომხეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მაღალი ვიზიტების გაცვლის სიხშირეს, რაც ხელს უწყობს ორი ქვეყნის მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

არმენ სარქისიანი თელავში ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება და მონაწილეობას მიიღებს მის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში.

აღსანიშნავია,რომ მიმდინარე წელს არმენ სარქისიანი თბილისს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად ესტუმრა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს