ინაუგურაციაზე დასასწრებად სებეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერი საქართველოში ჩამოვიდა

ცოტა ხნის წინ თბილისში ჩამოვიდა სებეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერი მაია გოიკოვიჩი. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სტუმარს აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ ნინუა დახვდა. მინისტრის მოადგილემ სერბ სტუმარს მადლობა გადაუხადა საქართველოში ჩამოსვლისთვის და ხაზი გაუსვა სერბეთთან თანამშრომლობის გააქტიურებულ დინამიკას, განსაკუთრებით ბოლო წლების განმალობაში.

მაია გოიკოვიჩი თელავში ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება და მონაწილეობას მიიღებს მის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში.

„აღსანიშნავია, რომ სერბეთთან თანამშრომლობა ბოლო პერიოდში საგრძნობლად გააქტიურებულია, რასაც ადასტურებს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკა. სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე უკვე იმყოფებოდა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით. „ღია მმართველობის ინიციატივის“ ფორუმის ფარგლებში საქართველოს ასევე ეწვია სერბეთის პრემიერ-მინისტრი.

საყურადღებოა, რომ მიმდინარე წელს სერბეთსა და საქართველოს შორის ძალაში შევიდა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა