თეიმურაზ კუპატაძე - აქციის მონაწილეებს შეუძლიათ ყვარლის შემოვლითი გზით ისარგებლონ და მოძრაობა აღნიშნულ მონაკვეთზე გააგრძელონ

აქციის მონაწილეებს შეუძლიათ ყვარლის შემოვლითი გზით ისარგებლონ და მოძრაობა აღნიშნულ მონაკვეთზე გააგრძელონ, - ამის შესახებ „ინტერპრენიუსს“ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ განუცხადა.

კუპატაძის განცხადებით, ყვარლის შემოვლით გზაზე აქციის მონაწილეებს არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ, ვინაიდან მოძრაობას სრულად აკონტროლებს საპატრულო პოლიცია.

აღნიშნულის მიუხედავად, ოპოზიციის წარმომადგენლები და აქციის მონაწილეები კვლავ მუკუზანის შესასვლელთან რჩებიან და სამართალდამცავებს მოუწოდებენ გზის საავტომობილო მონაკვეთი გაათავისუფლონ.

აქციის რამდენიმე მონაწილემ საპატრულო პოლიციის მანქანების გადაწევა და გზის გაგრძელება სცადა, რის გამოც ჩამსხვრეულია ერთ-ერთი ავტობუსის შუშა, რომელიც შს სამინისტროს ბანლანსზეა და აღნიშნული ავტობუსით პოლიციას გზა აქვს გადაკეტილი.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ადგილზე საჭირო გახდა დამატებითი ძალების მობილიზება.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს