ოპოზიციის აქციის რამდენიმე მონაწილე  გზის სავალ ნაწილზე დაწვა, სადაც შსს-ს მიერ გზა სატვირთო  ავტომანქანებითაა გადაკეტილი

გაერთიანებული ოპოზიციის აქციის რამდენიმე მონაწილე სოფელ ველისციხესთან, გზის სავალ ნაწილზე დაწვა, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გზა სატვირთო ავტომანქანებითაა გადაკეტილი.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ერთ-ერთი პირი, ვინც სატვირთო ავტომანქანის ბორბლებთანაა დაწოლილი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კობა ხაბაზია.

ამასთან, აქციის მონაწილეების ნაწილი ძალის გამოყენებით ცდილობს საპატრულო პოლიციის კორდონის გარღვევას და გზის გაგრძელებას, რის საშუალებასაც ადგილზე მობილიზებული სამართალდამცავები არ აძლევენ.

აქციის რამდენიმე მონაწილემ საპატრულო პოლიციის მანქანების გაწევა და გზის გაგრძელება სცადა, რის გამოც ჩამსხვრეულია ერთ-ერთი ავტობუსის შუშა, რომელიც შს სამინისტროს ბალანსზეა და აღნიშნული ავტობუსით პოლიციას გზა აქვს გადაკეტილი.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ადგილზე დამატებითი ძალებია მობილიზებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა