მიხეილ ბატიაშვილი ოპოზიციის აქციაზე - მათ არანაირი შეზღუდვა არ აქვთ

მე როგორც ვიცი, შეთავაზებულია ალტერნატიული გზა. მათ არანაირი შეზღუდვა არ აქვთ, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ველისციხესთან მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ყველა მოქალაქე ვალდებულია, უსაფრთხოების წესებს დაემორჩილოს.

„მე როგორც ვიცი, შეთავაზებულია ალტერნატიული გზა. მათ არანაირი შეზღუდვა არ აქვთ. ძალიან ბევრი სტუმარია ჩამოსასვლელი, მათ შორის უცხოელებიც. უსაფრთხოების მიზნით მიღებულია გარკვეული წესები, ამიტომ ყველა ვალდებულია დაემორჩილოს ამ წესებს. როდესაც ასეთი განსაკუთრებული დღეა და ასეთი განსაკუთრებული სტუმრები გვყავს, ნებისმიერ ადამიანი, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ეს, ვალდებულია დაემორჩილოს უსაფრთხოების წესებს,“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

სოფელ ველისციხესთან სამართალდამცველები ოპოზიციის კოლონას თელავის მიმართულებით არ უშვებენ. გზის სავალი ნაწილი ავტობუსებითა და საპატრულო პოლიციის მანქანებით არის გადაკეტილი, რის გამოც აქციის მონაწილეებსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს