ზაალ უდუმაშვილი - უნდათ დანიშნული პრეზიდენტის ინაუგურაცია ისე იზეიმონ, რომ საპროტესტო ხმა არ გაიგონ? - აუცილებლად გაიგებენ, აუცილებლად ჩავალთ თელავამდე

უნდათ, რომ იზეიმონ თავისი დანიშნული პრეზიდენტის ინაუგურაცია, ისე რომ საპროტესტო ხმა არ გაიგონ? აუცილებლად გაიგებენ, აუცილებლად გავაღწევთ და ჩავალთ თელავამდე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებსა და პოლიციას შორის გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხესთან დაპირისპირებისას განაცხადა.

მისი თქმით, კონსტიტუციური უფლება აქვთ, ჩავიდნენ თელავში და ჩაატარონ საპროტესტო აქცია.

„იმდენად შეშინებულია ეს ხელისუფლება, რომ 30 კმ-ის დაშორებით ჩახერგა გზა, მარტო ჩვენ კი არა, ყველა ის მოქალაქე ჩაკეტა, ვინც თელავის მიმართულებით მიდიოდა, ჩვენ სახელმწიფო აღარ გვაქვს. ჩამოშლილია მთლიანად სახელმწიფო და აგებულია ერთი ადამიანის ნება-სურვილზე. უნდათ, რომ იზეიმონ თავისი დანიშნული პრეზიდენტის ინაუგურაცია, ისე, რომ საპროტესტო ხმა არ გაიგონ? აუცილებლად გაიგებენ, აუცილებლად გავაღწევთ და ჩავალთ თელავამდე.

მაქსიმალურად შევეცდებით გზა გავხსნათ, რადგან მანძილი მართლა შორია, 30 კილომეტრის გავლას ფეხით ვერ მოვასწრებთ იქ რომ ჩავიდეთ. დღეს ხელისუფლებამ მთლიანად ჩამოიხსნა ნიღაბი. შეშინებული, ლაჩარი ხელისუფლება გვყავს, რომელსაც ეშინია ზედმეტი ხმის გაგონება თავისი მოქალაქეების.“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი