გიორგი გახარია - სამართალდამცავები ისეთ ღონისძიებებს იღებენ, რაც საჭიროა, რომ  ინაუგურაციის ღონისძიებამ მშვიდ გარემოში ჩაიაროს

სამართალდამცავები ისეთ ღონისძიებებს იღებენ, რაც საჭიროა, რომ ინაუგურაციის ღონისძიებამ, ამ ზეიმმა წყნარ და მშვიდ გარემოში ჩაიაროს, - აღნიშნული განცხადება თელავში შს მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა.

გახარია ერეკლე მეფის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც უსაფრთხოების ზომებს პირადად გაეცნო.

„დღეს არის მნიშვნელოვანი დღე - საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია. სამართალდამცავები ისეთ ღონისძიებებს იღებენ, რაც საჭიროა, რომ ამ ღონისძიებამ, ამ ზეიმმა წყნარ და მშვიდ გარემოში ჩაიაროს. ყველას, ვინც მოწვეულია ღინისძიებაზე, საშუალება ექნება, რომ დაესწროს ღონისძიებას მშვიდ გარემოში. რაც შეეხება ადგილობრივებს, მათთვისაც ეს ტერიტორია იქნება ღია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს