დავით სრეგეენკო - პოლიციას მიცემული აქვს ოპოზიციისთვის გზა, რომლითაც შეუძლიათ დაუბრკოლებლად შემოვიდნენ თელავში

პოლიციას მიცემული აქვს ოპოზიციისთვის გზა, რომლითაც შეუძლიათ დაუბრკოლებლად შემოვიდნენ თელავში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა.

"ვადევნებდი თვალყურს სიახლეებს. პოლიციას მიცემული აქვს მათთვის გზა, რომლითაც შეუძლიათ დაუბრკოლებლად შემოვიდნენ თელავში. არ ვიცი რას ემსახურება ეს დაპირისპირება გარდა ყურადღების მიპყრობისა",- აღნიშნა სერგეენკომ.

სოფელ ველისციხესთან გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება. აქციის მონაწილეები თელავისკენ წავლას ცდილობენ, თუმცა გზა გადაკეტილია.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა