მამუკა მდინარაძე - როდესაც ოთახის კარი ღიაა და შენ ამ ოთახში შეღწევას კედლიდან ცდილობ, ამას შეიძლება პროვოკაცია დაარქვა

როდესაც ოთახის კარი არის ღია და შენ ამ ოთახში შეღწევას კედლიდან ცდილობ, ამას რბილად შეიძლება პროვოკაცია დაარქვა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ველისციხესთან მიმდინარე დაპირისპირების კომენტირებისას განაცხადა. მამუკა მდინარაძის შეფასებით, ოპოზიცია მიდის შეგნებულ პროვოკაციაზე და სახელმწიფო მათ გასცემს პასუხს.

„არც ვიცი, რა სიტყვა დავარქვა, რომ პოლიტკორექტულობა შევინარჩუნო. მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ერთი გზა არის გახსნილი, ამ გზით ესარგებლათ, მაგრამ შეგნებულად საკუთარი პროვოკაციული გეგმების განსახორციელებლად წავიდნენ იმ გზით, რომელიც იყო დაკეტილი.

ისინი ცდილობენ პოლიციას მიაყენონ შეურაცხყოფა. მე მათ ვურჩევ, რომ პოლიციის შეურაცხყოფისგან თავი შეიკავონ. სახელმწიფო იქნება მკაცრი და ადექვატური, როგორც ეს მისი ვალდებულებაა. ისინი მიდიან შეგნებულ პროვოკაციაზე და სახელმწიფო მათ გასცემს პასუხს“, - განაცხადა მდინარაძემ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს