გრიგოლ ვაშაძე  -  ხელისუფლებას ვაშაძის ან გაერთიანებული ოპოზიციის კი არა, მოქალაქეების ეშინია

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი და ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე თელავში ჩავიდა.

ვაშაძემ თელავში ამჟამად არსებულ მდგომარეობას სამარცხვინო უწოდა და განაცხადა, რომ ქალაქში მშვიდობიანი დემონტრაციის ჩატარება სურდათ.

„თელავში 1999 წლიდან დავდივარ და ე.წ. ხელისუფლებისგან განსხვავებით ყველა კუთხე-კუნჭული ვიცით, იმიტომ, რომ თუ რამეა გაკეთებული ქვეყანაში, თუ რამეა კახეთში გაკეთებული, თუ რამეა ამ ქუჩებზე გაკეთებული, გაკეთებულია ასეთი ადამიანების მიერ და ამის შემდეგ გაფუჭების მეტი არაფერი არ მომხდარა. მიიხედ-მოიხედეთ და შეხედეთ ამ სირცხვილს. როგორც კანონი მოითხოვდა, ვთხოვეთ ადგილი ერეკლეს ძეგლსა და ჭადარს შორის. ჟურნალისტები იქ ამ დროისთვის იყვნენ და არაფერი არ ხდება. მივიდოდით, როგორც 2 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე, ჩავატარებდით მშვიდობიან მანიფესტაციას, ხელისუფლებას კიდევ ერთხელ გავუმეორებდით, რომ პოლიტიკური ვითარება შეიცვალა, მოვიდა დიალოგის დრო მოვიდა, ლაპარაკის და მაგიდასთან დასხდომის დრო, იმის გამო, რომ 900 000 ადამიანი ოპოზიციას აძლევს ხმას. ამაზე მივიღეთ უტიფარი, ჭკუათხელი, სულელური პასუხი. ამის შემდეგ გვინდოდა, მშვიდობიანი დემონსტრაცია. აჭარის პოლიციასაც კი გაუკეთეს მობილიზაცია და დგანან ეს პატარ-პატარა ბავშვები, რომლებსაც ჩააცვეს ის ფორმა, რომლითაც მთელი საქართველო ამაყობდა და ახლა არ იციან, რას ნიშნავს ეს ფორმა და გაოგნებულები გვიყურებდნენ ჩვენც და თავიანთ უფროსობასაც“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

შეკითხვაზე, რატომ მოახდინა შს სამინისტრომ საპატრულო პოლიციის ჯგუფების მობილიზაცია, გრიგოლ ვაშაძემ უპასუხა, რომ ამის მიზეზი ხელისუფლების შიშია.

„ტვინი არ აქვთ და იმიტომ. არიან მშიშრები. მათ შიშს უკვე ასდის სუნი, ეშინიათ თავიანთი მოქალაქეების. ვაშაძის კი არ ეშინიათ, გაერთიანებული ოპოზიციის კი არ ეშინიათ, მოქალაქეების ეშინიათ და როგორც ყველა დამნაშავემ, ასევე იციან და შესაბამისად აქვთ გათავისებული, რა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს - არჩევნების გაყალბება. შევარდნაძის დროს, 90-იან წლებში არ უკადრებია ხელისუფლებას ასეთი რამ და ჩვენ რომ მშვიდობიანი ხალხი ვართ, ჩემი ყოფნა ადასტურებს ამას. ჩვენ შეგვეძლო, აქ 100 მანქანით მოვსულიყავით“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა