თელავში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

ინაუგურაციის დასრულების შემდეგ თელავში ვითარება დაიძაბა. გაერთიანებული ოპოზიცის აქციის მონაწილეებმა რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს, რის გამოც რამდენიმე წუთის განმავლობაში მოძრაობა შეიზღუდა. პროტესტის დროს დაზიანდა ერთ-ერთი სახელმწიფო მანქანა. ასევე მოხდა აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის" წევრები აცხადებენ, ისინი დაშლას არ აპირებენ და მოითხოვენ ველისციხიდან მათ აქტივისტებს თელავში ჩამოსვლის უფლება მისცენ.

პოლიცია სიტუაციის განმუხტვას ცდილობს.

იხილეთ ვიდეო: ინაუგურაციის შემდეგ თელავში ვითარება დაიძაბა: დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და პოლიცის შორის

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება