ირაკლი კობახიძე - როდესაც სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ წაგებულ ომს ზეიმობდნენ, მაშინ ნიკოლა სარკოზი რუსული აგრესიის შესაჩერებლად ღამეს ათენებდა

„იმ დროს, როდესაც სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ ზეიმობდნენ წაგებულ ომს, მაშინ ნიკოლა სარკოზი ღამეს ათენებდა იმისათვის, რომ შეეჩერებინა საქართველოში რუსული აგრესია და დაეცვა ჩვენი ქვეყანა“,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის შესახებ. მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ეს განცხადება კიდევ ერთხელ ცხადყოფს მის დამოკიდებულებას იმ ყველაფრის მიმართ, რაც საქართველოში 2008 წლის აგვისტოში ხდებოდა.

„ზოგადად, ალბათ არც ღირს ამის კომენტირება. მე უბრალოდ აღვნიშნავ, რომ იმ დროს, როდესაც სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ ზეიმობდნენ წაგებულ ომს, მაშინ ნიკოლა სარკოზი ღამეს ათენებდა იმისათვის, რომ შეეჩერებინა საქართველოში რუსული აგრესია და დაეცვა ჩვენი ქვეყანა. ეს არის ნიკოლა სარკოზის წვლილი ჩვენი ქვეყნის წინაშე. როდესაც ასე საუბრობს მასზე მიხეილ სააკაშვილი, ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს მის დამოკიდებულებას იმ ყველაფრის მიმართ, რაც ხდებოდა საქართველოში 2008 წლის აგვისტოში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება