ირაკლი კობახიძე ესტონეთს ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, 17-19 დეკემბერს, ვიზიტით ესტონეთს ეწვევა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ირაკლი კობახიძე შეხვედრებს ესტონეთის პარლამენტის (რიიგიკოგუ) თავმჯდომარე ეიკი ნესტორთან, ესტონეთის პრეზიდენტ კერსტი კალულაიდთან, პრემიერ-მინისტრ იური რატასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ სვენ მიქსერთან გამართავს.

ამასთან, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სემინარში - „შიდაპოლიტიკური განვითარება და საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები“ მიიღებს მონაწილეობას.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ენერგიის აღმოჩენის ცენტრისა და კომუნიზმის მსხვერპლთა მემორიალის დათვალიერება. პარლამენტის თავმჯდომარე მოინახულებს თბილისის მემორიალსაც. ასევე, დაგეგმილია ირაკლი კობახიძის შეხვედრა ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე და ესტონეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ნინო წილოსანი შედიან.​

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა