ბელარუსის ეროვნული ასამბლეის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - ინაუგურაცია ქალბატონი პრეზიდენტის მონაწილეობით უმნიშვნელოვანესი მოვლენაა საქართველოს ისტორიაში

ინაუგურაციის შესანიშნავი ღონისძიება ქალბატონი პრეზიდენტის მონაწილეობით გახლავთ უმნიშვნელოვანესი მოვლენა საქართველოს ისტორიაში“, - ამის შესახებ ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ მარიანნა სჩოტკინამ საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიის შეფასებისას განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ბელარუსის საკანონმდებო ორგანოს წარმომადგენელმა ისაუბრა ორ ქვეყენას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებზე და აღნიშნა არსებული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა.

უწყების ინფორმაციით, მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნებს შორის წარმატებული თანამშრომლობა მხოლოდ ერთმანეთის პატივისცემასა და პარტნიორულ ურთიერთობაზე შეიძლება იყოს დამყარებული.

„სავაჭრო- ეკონომიკური ურთიერთობები ყოველთვის უწყობს ხელს ადამიანების და ერების კეთილდღეობის ზრდას და ამიტომ მნიშვნელოვანია მეგობრული კავშირების და ჩვენი საერთო კულტურული და ჰუმანიტარული პროექტების პარალელურად განვითარდეს ჩვენი ეკონომიკები. ეს ნიშნავს მჭიდრო ურთიერთობებს, სავაჭრო ეკონომიკურ თანამშრომლობას და მომავალს, რომლებიც პატივს სცემენ ერთმანეთის დამოუკიდებლობას, კულტურას, ნაციონალურ თავისებურებს, აღიარებენ ამ თავისუფლებას და ყოველთვის აგებენ თანამშრომლობას პარტნიორობის საფუძველზე“,- განაცხადა მარიანნა სტოჩკინამ.

აღსანიშნავია, რომ ქალაქ თელავში საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობა მსოფლიოს 55-მდე ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელმა მიიღო.​

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა