დავით კირკიტაძე - მე თვითონ ვაპირებ მივიდე პოლიციაში

მას შემდეგ, რაც დავურეკე ჩემს მეგობრებსა და ჟურნალისტებს, სამართალდამცველებმა დატოვეს სადარბაზო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დავით კირკიტაძემ განუცხადა.

კირკიტაძის განცხადებით, ის აპირებს, რომ თავად მივიდეს პოლიციაში.

„ჩემს სახლთან სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული. აბრახუნებდნენ კარებზე. მას შემდეგ, რაც დავურეკე ჩემს მეგობრებსა და ჟურნალისტებს, მათ დატოვეს სადარბაზო და შორი-ახლოს იმყოფებიან. ახლა მე თვითონ ვემზადები და ვაპირებ, რომ გადავიდე პოლიციაში.

დარწმუნებით შემიძლიათ გითხრათ, ეს არის აგონიაში მყოფი მშიშარა ხელისუფლების მოქმედებები, რომლებიც ცდილობენ ამ მეთოდით ეურთიერთონ ოპოზიციასა და ხალხს,“ - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

სამართალდამცავები ამ დროისთვის კირკიტაძის კორპუსის მიმდებარედ იმყოფებიან.

იხილეთ ვიდეო: დავით კირკიტაძე - მე თვითონ ვაპირებ მივიდე პოლიციაში

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს