Le Journal du Dimanche - გამოძიებამ საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების ორგანიზებასთან რუსეთის კავშირი ამ ეტაპზე ვერ დაადგინა

საფრანგეთის სპეცსამსახურების გამოძიებამ ქვეყენაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ორგანიზებასთან რუსეთის კავშირი ამ ეტაპზე ვერ დაადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Journal du Dimanche საფრანგეთის სპეცსამსახურებში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დღეის მდგომარეობით რუსეთის კავშირი „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობასთან დადგენილი არ არის. თუმცა, ეს ჯერ საბოლოო შედეგები არ არის“, - განაცხადა წყარომ.

წყარომ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს შეუძლია მხარი დაუჭიროს ნაციონალისტურ ძალებს ევროპარლამენტის არჩევნებზე, რომელიც გაისად მაისში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ აქამდე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა, რომ საფრანგეთის ეროვნული თავდაცვისა და უშიშროების გენერალური სამდივნო გამოძიებას ატარებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ რუსეთი კავშირშია საეჭვო კიბერაქტიურობასთან, რომელსაც ადგილი ჰქონდა საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს