„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ პროკურატურას მოუწოდებს, სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტებზე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მთავარ პროკურატურას მოუწოდებს, სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტებზე. ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

„15 დეკემბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის ეთერით გავიდა რეპორტაჟი, რომელშიც წარმოდგენილი იყო ვიდეოჩანაწერები, თუ როგორ აყალბებდნენ ზოგიერთი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები საპრეზიდენტო არჩევნებს სხვადასხვა გზით. არჩევნების გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია. ვიდეოჩანაწერების მეშვეობით, შესაძლებელია იმ ადამიანთა იდენტიფიცირება, რომლებიც იყვნენ ამ პროცესში ჩართული. მოვუწოდებთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტებზე, მათ შორის, დაადგინოს ჩანაწერების ავთენტურობა. ამასთანავე, მივმართავთ, ცესკო-ს და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს, მიიღონ სათანადო დისციპლინარული ზომები ჩანაწერებში ნაჩვენები საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მიმართ“, – ნათქვამია განცხადებაში.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს