ლევან დავითაშვილი ბელარუსული კომპანიის „ფიტერა“ დირექტორს, მაქსიმ ბუკრეევს შეხვდა

ლევან დავითაშვილი ბელარუსული კომპანიის „ფიტერა“ დირექტორს, მაქსიმ ბუკრეევს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრი ლევან დავითაშვილი ბელარუსული კომპანიის „ფიტერა“ დირექტორს, მაქსიმ ბუკრეევს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორგანული, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების მნიშვნელობის საკითხები განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს ამ მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს.

საუბარი შეეხო ქვეყანაში ეკოლოგიურად სუფთა ორგანული სასუქების წარმოება-გამოყენების საკითხებს და, შედეგად, ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების, მოსავლიანობის ხარისხისა და რაოდენობის ზრდის, აგრეთვე, აგროეკოსისტემების შენარჩუნების მნიშვნელობას.

ბელარუსული კომპანიის წარმომადგენლებმა ქართველი ფერმერების ცოდნის ამაღლების მიზნით, მათთვის კონსულტაციების გაწევის და გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვეს.

შეხვედრას საქართველოში ბელარუსიის საელჩოს მრჩეველი, გენადი კლუგა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დარგობრივი უწყებებისა და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციის „ელკანა“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს