კოლუმბიაში ღამის კლუბში აფეთქების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა

კოლუმბიაში, კორდობას დეპარტამენტში ღამის კლუბში აფეთქების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას კოლუმბიური მედია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ბოროტმოქმედებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ღამის კლუბში El Rancho de Jhon-ში შეაგდეს, რომელიც ქალაქ მონტელიბანოში მდებარეობს. აღნიშნულ კლუბში მყოფები საფეხბურთო კლუბ „ხუნიორ ბარანკილიას“ კოლუმბიის ჩემპიონატში გამარჯვებას აღნიშნავდნენ.

ინციდენტის შედეგად სამი პირი მძიმედ დაშავებულია. პოლიცია გამოძიებას ატარებს.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს