მიხეილ სააკაშვილი - დავით კირკიტაძემ და მისმა თანამებრძოლებმა ჩაშალეს ოლიგარქის გეგმები და პასუხმაც არ დააგვიანა - ასობით პოლიციელი მის დაპატიმრებას ცდილობს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დავით კირკიტაძის სახლთან პოლიციის მობილიზებას ეხმაურება. როგორც სააკაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, დავით კირკიტაძემ ივანიშვილს გეგმები ჩაუშალა, რის გამოც ზურაბიშვილმა რუსთავში არჩევნები წააგო. სააკაშვილის აზრით, კირკიტაძის სახლთან პოლიციის მობილიზებაც სწორედ ამას უკავშირდება.

„ივანიშვილის ბანდამ უმეტეს ადგილებში შეძლო გაყალბებების მეშვეობით თავისი თოჯინასთვის „გამარჯვების" დახატვა და რუსთავში ეს არ გამოუვიდა, „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავდადებული ბრძოლის გამო. დავით კირკიტაძემ და მისმა თანამებრძოლებმა ჩაშალეს ოლიგარქის გეგმები. პასუხმაც არ დააგვიანა - დღეს დილიდან ასობით პოლიციელი, რუსეთის საგარეო დაზვერვის აგენტის, გახარიას მეშვეობით, ცდილობს დათო კირკიტაძის დაპატიმრებას. ეს მხოლოდ დააჩქარებს ამ კანონის ფარგლებს იქით დიდი ხნის წინ გასული რეჟიმის აღსასრულს,” - წერს სააკაშვილი.

შსს-ს ცნობით პოლიციამ კირკიტაძის სახლი უკვე დატოვა.

იხილეთ ვიდეო: მიხეილ სააკაშვილი - დავით კირკიტაძემ და მისმა თანამებრძოლებმა ჩაშალეს ოლიგარქის გეგმები და პასუხმაც არ დააგვიანა

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს