საქართველოს და ლატვიის რკინიგზებს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ლატვიის დედაქალაქ რიგაში სს "საქართველოს რკინიგზის" გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ და ლატვიის რკინიგზის პრეზიდენტმა ედვინს ბერძინსმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს რკინიგზიდან“ აცნობეს, მემორანდუმის მიზანია, საქართველოსა და ლატვიის რკინიგზებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ჩამოყალიბება და რკინიგზაზე დაფუძნებული მულტიმოდალური ტრანსპორტირების განვითარებისათვის წინასწარი ჩარჩო ხელშეკრულების შემუშავება, რომლის მიხედვითაც სკანდინავიის ქვეყნები კავკასიას და შემდეგ შუა აზიასა და ჩინეთს დაუკავშირდება.

„საკონტეინერო მატარებელი ZUBR ლატვიურ პორტ მუუგას აკავშირებს უკრაინის პორტებთან-ჩერნომორსკი, ოდესა და იუჟნი. უკრაინის პორტებიდან ტვირთი მიეწოდება საქართველოს პორტებს და შემდეგ მარშრუტი შუა დერეფნის გავლით ცენტრალური და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებამდე გრძელდება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაცვალონ ინფორმაცია ტარიფებისა და ბაზრის კვლევის შესახებ დერეფანში ტვირთის მოზიდვის მიზნით“.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს