სოფიო კილაძე - ოპოზიციის მხრიდან გუშინ ვიხილეთ სერიოზული პროვოკაციები

ოპოზიციის მხრიდან გუშინ ვიხილეთ სერიოზული პროვოკაციები, - ამის შესახებ გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის ქმედებები არის უკიდურესად არადემოკრატიული.

"ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში. ის, რაც გუშინ ჩვენ ვიხილეთ, შეიცავდა სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს. ამიტომ, ამაზე უნდა ჰქონდეს რეაგირება სახელმწიფოს. არ არის ინდულგენცია რომელიმე პარტიის წევრობა, ან დეპუტატობა, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და უნდა მოეთხოვოს პასუხი. პოლიტიკური პარტიის წევრობა, "წამებულის მანტია" არ უნდა იყოს ინდულგენციის საგანი. რასაც "ნაციონალური მოძრაობა" მიმართავს, ეს არის უკიდურესად არადემოკრატიული. სიტყვის თავისუფლება, შეკრებების და გამოხატვის თავისუფლება გარანტირებულია, მაგრამ გუშინ რაც ვიხილეთ, ეს იყო სერიოზული პროვოკაციები",- განაცხადა კილაძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს