ველისციხესთან ოპოზიციის აქტივისტის ცემის ფაქტზე შსს-ში გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტის, შოთა დალაქიშვილის დაშავების ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება 126-ე მუხლით ძალადობის ფაქტზე გუშინვე დაიწყო.

როგორც გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, შოთა დალაქიშვილს ველისციხესთან ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათივე ინფორმაციით, დალაქიშვილს ყბის ძვალი აქვს მოტეხილი და მას გურჯაანის საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა.

იხილეთ ვიდეო: ველისციხესთან ოპოზიციის აქტივისტის ცემის ფაქტზე შსს-ში გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს