ილია მეორემ რომის პაპს დაბადების დღე მიულოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე რომის პაპს ფრანცისკეს დაბადების დღეს ულოცავს.

პატრიარქის მილოცვის ტექსტს საქართველოს საპატრიარქო საკუთარ ვებ–გვერდზე აქვეყნებს.

„თქვენო უწმინდესობავ, საქართველოს ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ დაბადების დღეს. ჩვენ ყოველთვის სიყვარულით ვიხსენებთ თქვენს ვიზიტს საქართველოში და მიგვაჩნია, რომ მეტად მნიშვნელოვანია თქვენი მოღვაწეობა და ის წვლილი, რომელიც შეგაქვთ ტრადიციული ქრისტიანული ღირებულებების დაცვისა და განმტკიცების საქმეში. გისურვებთ დიდხანს სიცოცხლეს და მრავალჟამიერ ნაყოფიერ მოღვაწეობას. ვლოცულობთ თქვენთვის“, – ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის მილოცვის ტექსტში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს