ეროვნულ ბანკსა და  კონკურენციის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ და საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ ნოდარ ხადურმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეროვნული ბანკიდან აცნობეს, „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 თავისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, მხარეები შეთახმდნენ: საფინანსო სექტორში, ინსტიტუციებს შორის, კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულების, კონკურენციის პოლიტიკის ეფექტურად წარმართვისა და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, თანასწორობის და ურთიერთსარგებლიანობის პრინციპზე დაყრდნობით, თანამშრომლობა გააძლიერონ. ასევე, ხელი შეუწყონ ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების შეთანხმების ყველა პრინციპსა და დებულებას, რომელიც დაკავშირებულია კონკურენციის მარეგულირებელ კანონმდებლობასთან და მის იმპლემენტაციასთან.

მემორანდუმის ხელმოწერით, უწყების ხელმძღვანელმა პირებმა მზადყოფნა გამოთქვეს ერთობლივი ძალისხმევით განახორციელონ კონკურენციის დაცვასთან დაკავშირებული კანონმდებლობის შეცვლის/დახვეწის თაობაზე წინადადებები; ინფორმაციის გაცვლა, გამოცდილების გაზიარება, საექსპერტო მოსაზრებების შემუშავება და ა.შ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა