გიგა ოთხოზორიას ოჯახი სტრასბურგის სასამართლოს მიერ ოთხოზორიას მკვლელობის საქმის არსებითი განხილვის დაწყებას წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმის არსებითი განხილვის დაწყებას ოჯახი წინგადადგმული ნაბიჯად აფასებს. გიგა ოთხოზორიას დედის, ჯულიეტა ჭანტურიას თქმით, მას სტრასბურგის სასამართლოს იმედი აქვს, რომ საქმის განხილვის შემდეგ სამართლიანი განაჩენი დადგება.

„საქმის კურში ვართ, გაგვაცნეს ყველაფერი. მოლოდინში თითქმის მესამე წელი მიილია. დიდი ხანია რაც გაგზავნილია სტრასბურგის სასამართლოში, ახლა მას მიენიჭა რეგისტრაციის ნომერი“, -განაცხადა გიგა ოთხოზორიას დედამ.

რაც შეეხება კითხვას, რომელიც სასამართლომ რუსეთის ფედერაციას, როგორც მოპასუხე სახელმწიფოს, ოთხოზორიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გადაუგზავნა, ოჯახი მიიჩნევს, რომ რუსეთი კითხვებზე პასუხს თავს აარიდებს.

„ყველა შეხვედრაზე, სადაც გიგაზე საუბარი იწყება, რუსეთი ყველგან ტოვებს შეხვედრას. არ გვაქვს მოლოდინი, რომ ამ კითხვებზე პასუხს ისე გასცემს, როგორც ამას სამართალი მოითხოვს“, - ამბობენ გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრები.

საია-ს ინფორმაციით, 2018 წლის 8 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. კერძოდ, სასამართლომ რუსეთის ფედერაციას, როგორც მოპასუხე სახელმწიფოს, ოთხოზორიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შესაბამისი კითხვებით მიმართა.

გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ 19 მაისს, დაახლოებით, 15:00 საათზე, ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლი დამნაშავედ ცნო და მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, მას სასჯელის ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა