გიგა ბოკერია - პარლამენტის და ხელისუფლების ვალდებულებაა, ანგარიში ჩაგვაბაროს ამ სამარცხვინო და ქვეყნისთვის სახიფათო პოლიტიკური კრიზისის დროს

პარლამენტის და ხელისუფლების ვალდებულებაა, ანგარიში ჩაგვაბაროს ამ სამარცხვინო და ქვეყნისთვის სახიფათო პოლიტიკური კრიზისის დროს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

ოპოზიციური ფრაქციის წარმომადგენლებმა პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის დაბარების საკითხი კიდევ ერთხელ დააყენეს. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, არც შინაგან საქმეთა და არც სხვა მინისტრებს კანონი არ დაუცვიათ და დაბარების შემდეგ პარლამენტში არ გამოცხადებულან.

„რა უნდა მოხდეს ამაზე მეტი, რომ პარლამენტმა განახორციელოს თავისი ზედამხედველობა აღმასრულებელ ხელისუფლებაზე? რა უნდა მოხდეს ამაზე მეტი, რაც გუშინ ვიხილეთ, რაც იქამდე ვიხილეთ - ბიულეტენების ჩაყრა და ა.შ. ან რა დროც გავიდა ახალქალაქის ინცინდენტის შემდეგ, როცა ოპოზიციის შტაბბინაში დღისით, მზისით შევარდნენ, ამაზე პოლიტიკური გაცხადებაც კი არ მოგვისმენია, არ მათი, არც თქვენი. რა უნდა მოხდეს, რომ პარლამენტმა აიძულოს ხელისუფლება? ერთი განცხადება არ მომისმენია არც პროკურატურის, არც თქვენი აღშფოთების ამაზე. სამაგიეროდ, ხმამაღალი ბაქი-ბუქი მოვისმინეთ, რომ დასჯიან ოპოზიციას. ბატონმა კობახიძემ ორჯერ გადმოგვცა სიტყვა, რომ ბატონი გახარია მობრძანდებოდა აქ.

იქნებ გვიპასუხოთ, ეს ახალი კანონი, რომელიც თქვენ მოარგეთ აღმასრულებელი ხელისუფლების ინტერესებს და ეს უმძიმესი ნაბიჯი იყო თავისთავად, ამას დაიცავენ თუ არა? რატომ უნდა ეშინოდეს ბატონ გახარიას ოპოზიციურ ფრაქციასთან შეხვედრის, ჩვენ რა უნდა ვუქნათ? ან ის პირობა დაიცვას, ან ეს პირობა. ეს არის თქვენი ვალდებულება და არ გაგვიმართოთ დისკუსია, როგორი საშინელია ოპოზიცია, მაშინ რას შვებოდით და ა.შ. ისევ თუ შეხვალთ ამაში, კი ბატონო, გიპასუხებთ რამდენჯერაც გინდათ. აქ ლაპარაკია პარლამენტის და ხელისუფლების ვალდებულებაზე, ანგარიში ჩაგვაბაროს ამ სამარცხვინო და ქვეყნისთვის სახიფათო პოლიტიკური კრიზისის დროს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა