გიორგი ქობულია - ტურიზმის სექტორის სწრაფმა განვითარებამ მოლოდინს გადააჭარბა

ყოველთვის ვამბობდით, რომ ტურიზმი იქნებოდა ძალიან ძლიერი სექტორი და მისი განვითარება მოხდებოდა სწრაფად, თუმცა, რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა, - ამის შესახებ გიორგი ქობულიამ ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების - Welcome to Georgia 2018-ის დაჯილდოებაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ქობულიამ აღნიშნა, სახელმწიფომ თუ დღეს არ ჩადო ძალიან დიდი ძალისხმევა ტურიზმის ხარისხში, რამდენიმე წელიწადში ასეთი კარგი შედეგები შეიძლება აღარ გვქონდეს.

„2018 წელს ჩვენ გვეყოლება 8,5 მილიონამდე ვიზიტორი, რაც რეკორდული ციფრია და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობას 2-ჯერ აღემატება. რა თქმა უნდა, ეს არის გამოწვევაც - უკვე უნდა დავიწყოთ ძალიან ინტენსიური მუშაობა ტურისტების მომსახურების ხარისხის ასამაღლებლად, რაც არის აბსოლუტურად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ტურიზმის ასეთი სტატისტიკა არა მხოლოდ შევინარჩუნოთ, არამედ კიდევ უფრო გავზარდოთ. თუ დღეს არ ჩავდეთ ძალიან დიდი ძალისხმევა ტურიზმის ხარისხში - ინფრასტურუქტურაში, მომსახურებაში, სასტუმროებში, ავტოსტრანსპორტში, რამდენიმე წელიწადში ასეთი კარგი შედეგები შეიძლება აღარ გვქონდეს“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება Welcome to Georgia საქართველოში ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანაორგანიზებით 2015 წლიდან იმართება. მისი მიზანია, საქართველოს ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიებს შორის საუკეთესოების შერჩევა და მათი წახალისება. როგორც Welcome to Georgia-ს დამფუძნებლები აცხადებენ, პროექტი ხელს უწყობს საქართველოში ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს განვითარებას და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს