მამუკა ბახტაძე - სკოლამდელი განათლება არ ითვლება განათლების სისტემის კომპონენტად, რაც ძალიან დიდი შეცდომაა და ამ საკითხს აუცილებლად გამოვასწორებთ

განათლების რეფორმაში ბაღებს წამყვანი როლი ექნებათ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქ ლაივში“ ბაღების მასწავლებლების ანაზღაურებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, სამწუხაროდ, ბაღები განათლების სისტემის ნაწილი არ არის, რაც განათლების სისტემის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მინუსია და ეს აუცილებლად გამოსწორდება.

„სკოლამდელი განათლება არ ითვლება განათლების სისტემის კომპონენტად, რაც ძალიან დიდი შეცდომაა. ჩვენ, ახალი რეფორმის ფარგლებში, ამ საკითხს აუცილებლად გამოვასწორებთ. რეფორმის დანერგვის შემდეგ ბაღებში მომუშავე პერსონალი და მასწავლებლები ჩაითვლებიან განათლების სისტემაში მომუშავე მასწავლებლებად და შესაბამისად მათი ანაზღაურებაც დაიანგარიშება განათლების სისტემაში არსებული პრინციპების შესაბამისად“, - განაცხადა პრემიერმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა