ნატალი საბანაძე - ევროკავშირში გაფართოების საკითხის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენთვის სიგნალია, რომ უნდა გავაგრძელოთ ამ კუთხით მუშაობა

ევროკავშირში გაფართოების საკითხის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენთვის სიგნალია, რომ უნდა გავაგრძელოთ ამ კუთხით მუშაობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროკავშირში საქართველოს ელჩმა ნატალი საბანაძემ განუცხადა. მისი თქმით, გაფართოების საკითხი გაყინული იყო და ამ თემის დაბრუნება საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია.

„გამოწვევები ბევრია. თვითონ ევროკავშირი დგას გამოწვევების წინაშე. ის, რაც შიგნით ხდება, თავისთავად, ჩვენზეც მოქმედებს, მაგრამ საინტერესოა, რომ წელს დაბრუნდა გაფართოების თემატიკა ევროკავშირის დღის წესრიგში. ეს ეხება ბალკანეთს, მაგრამ ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია. თემა რამდენიმე წელი გაყინული იყო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს საკითხი, რადგან გვაძლევს იმედს, რომ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა გაგრძელდება. ჯერი არის ბალკანეთზე. გაფართოება არ არის მარტივი პროცესი, რადგან ბალკანეთის ქვეყნებშიც ზოგი წინ არის, ზოგი უკან და თავად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიც გაყოფილები არიან მხარდაჭერაზე. ბალკანეთის მიმართ დაანონსებულია თარიღი - 2025. ამ თარიღისთვის ბალკანეთის ქვეყნები თუ მზად იქნებიან, ევროკავშირიც მზად იქნება მისაღებად. ჩვენ ჯერ ეს თემა არ გვეხება, მაგრამ გაფართოების საკითხის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენთვის სიგნალია, რომ უნდა გავაგრძელოთ ამ კუთხით მუშაობა. რაღაც მომენტში ალბათ ჩვენთან მიმართებაშიც დადგება თარიღის საკითხიც, თუმცა ჯერ ეს მომწიფებული არ არის",- განაცხადა საბანაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა