გიორგი ბოტკოველი - დავით კირკიტაძის დაკავება აჩვენებს, რომ პოლიტიკურად აქტიურ ყველა ადამიანს ასე მოექცევიან

ამ ქვეყანაში არ არსებობს სტანდარტი, თუ როგორ ხდება ბრალის წაყენება ან დაკავება.ხელისუფლებას გააჩნია ათასნაირი სტანდარტი, როგორც უნდა ისე დააკავებს, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ბოტკოველი დავით კირკიტაძის დაკავების ფაქტს.

გიორგი ბოტკოველი დილიდან კახეთის სამხარეო სამმართველოსთან იმყოფება და მიიჩნევს, რომ თანაგუნდელი მისი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე დააკავეს.

„კირკიტაძე არის პოლიტიკური ნიშნით დაკავებული და ყველაფერს იზამენ, რომ ეს პროცესი გაწელონ. დაკავების ფორმა, რომელიც მათ გამოიყენეს, ნათლად ასახავს, რომ ყველა პოლიტიკურად აქტიურ ადამიანს ზუსტად ასე მოექცევიან. დათო დღეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული მდივანი და ის ხელმძღვანელობს რეგიონებს. სწორედ ამიტომ ყველაზე საინტერესოდ მისი დაკავება მიიჩნიეს. დაკავება არ იყო საჭირო იმიტომ, რომ დათო მზად იყო ყველა კითხვისთვის გაეცა პასუხი“, - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა.

იხილეთ ვიდეო: გიორგი ბოტკოველი - დავით კირკიტაძის დაკავება აჩვენებს, რომ პოლიტიკურად აქტიურ ყველა ადამიანს ასე მოექცევიან

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა