ხატია დეკანოიძე - საია-სა და “სამართლიანი არჩევნების” მიმართ იყო თხოვნა და მოთხოვნა, რომ დავით კირკიტაძის დაკავების საქმეს მონიტორინგი გაუწიონ

საია-სა და “სამართლიანი არჩევნების” მიმართ იყო თხოვნა და მოთხოვნა, რომ დავით კირკიტაძის დაკავების საქმეს მონიტორინგი გაუწიონ, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს არასამთავრობოების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაგრძელებაზეც შეთანხმდნენ. “ეს იყო დახურული შეხვედრა და ნამდვილად ძალიან საქმიანად ვისაუბრეთ. ჩვენ მივაწოდეთ ყველა ის ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა ხელისუფლების მიერ კონსტიტუციის ჩარჩოს მიღმა გასვლას. ასევე, საუბარი ეხებოდა 2 დღის წინ ველისციხეში განვითარებულ მოვლენებს, ჩვენი რეგიონული ლიდერის დაკავებას, რომელიც უკანონოდ მიმდინარეობდა და ასევე, სხვა მიმდინარე საქმეებს, რომლებზეც ხელისუფლების მხრიდან არც ერთი დამნაშავე არ არის დასჯილი და საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტებთან. შევთანხმდით თანამშრომლობის გაგრძელების მიმართულებით და სამწუხაროდ, სხვა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. თანამშრომლობას ყველა მხრივ გავაგრძელებთ. ჩვენ არასამთავრობოებს მივაწვდით ყველა სახის ინფორმაციას, რაც ჩვენ გვაქვს. ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომია, ამიტომ მუდმივად გვექნება ინფორმაციის გაცვლა”,- აღნიშნა მან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა