თბილისის მერია 16 ოჯახს ფართებს 1 ლარად დაუკანონებს

თბილისის მერია 16 ოჯახს ფართებს 1 ლარად დაუკანონებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის ინფორმაციით, მერია ფართების დაკანონებას მომავალშიც გააგრძელებს.

„დღეს თბილისის მთავრობა განიხილავს 16 ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართების სიმბოლურ, ერთ ლარად გადაცემის საკითხს სხვადასხვა უბნებში. მათგან 11 სახოვრებელი ფართი მარუაშვილის ქუჩაზეა, ხოლო დანარჩენი ხუთი - გლდანის VII კვარტალში, მოსკოვის გამზირზე, აღმაშენებლის N189-ში, ლილოსა და საქსოვმანქანის დასახლებებში. მინდა მივულოცო ამ ოჯახებს. თქვენ იცით, რა პრობლემებია, წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ ფართების დაკანონებას, გაზარდეს შვილები, შვილიშვილები. მინდა მათ მივულოცო მათ ეს ბედნიერება. ჩვენ კიდევ ბევრ ადამიანს გავაბედნიერებთ",- განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო: თბილისის მერია 16 ოჯახს საცხოვრებელ ფართებს 1 ლარად დაუკანონებს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა