ნათია მეზვრიშვილი  მიხეილ კალანდიას დაკავების შესახებ კითხვაზე - ამ საქმის ფარგლებში გამორიცხული არაფერია

ამ საქმის ფარგლებში გამორიცხული არაფერია, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტების კითხვას, ხომ არ იგეგმება ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტი პირის, მიხეილ კალანდიას დაკავება.

„წინასწარ საქმესთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. ზაზა სარალიძემ, როგორც დაზარალებულმა მხარემ მიიღო ის ინფორმაცია, რაც კანონმდებლობით შეგვეძლო, რომ მიგვეწოდებინა. სამინისტრო როგორც კი კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს, ამაზე საზოგადოება გაიგებს. ამ საქმის ფარგლებში გამორიცხული არაფერია“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: ხორავას საქმე - შინაგან საქმეთა სამინისტრო მიხეილ კალანდიას დაკავებას არ გამორიცხავს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა