ადვოკატი - დავით კირკიტაძის მიზანი პოლიციელის მუნდირის შეურაცხყოფა არ ყოფილა, ის მხოლოდ ავტობუსში შეღწევას ცდილობდა

ჩვენ რაც კადრებში ვნახეთ, ასახავს კირკიტაძის მცდელობას, შეეღწია ავტობუსში, რომელიც უკანონოდ ხერგავდა გზას და ათასობით ადამიანს არ აძლევდა საშუალებას გაეგრძელებინა გზა თელავისკენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ დაკავებული წევრის, დავით კირკიტაძის ადვოკატმა განუცხადა, რომლიც ამ წუთებში კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტში დავით კირკიტაძეს ხვდება.

კირკიტაძესთან შესვლამდე გიორგი კონდახაშვილმა განმარტა, რომ მუხლი, რომლითაც დაწყებულია გამოძიება, არ შეესაბამება მოცემულობას და მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიზანი პოლიციელის მუნდირის შეურაცხყოფა არ ყოფილა.

"კირკიტაძის ერთადერთი მიზანი იყო ავტობუსში შეღწევით გადაენაცვლებინათ ავტომაგისტრალის მხარეს და გაეხსნათ ტრასა, რათა ამ გზით მომხდარიყო ხელისუფლების მხრიდან სანქცირებულ მანიფესტაციაში მონაწილეობის მიღება. მისი მიზანი არ იყო პოლიციის მუნდირის შეურაცხყოფა“, - განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.

მესამე დღეა დავით კირკიტაძე კახეთის სამხარეო პოლიციის იზოლატორშია მოთავსებული და დაკავების დღიდან შიმშილობს.

დავით კირკიტაძე ველისციხეში გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით დააკავეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა