სოფიო ხუნწარიას განცხადებით, დედაქალაქის მცხოვრებლებს და სტუმრებს წელს გრანდიოზული საახალწლო ღონისძიებები ელით

თბილისის მერის მოადგილის, სოფიო ხუნწარიას ინფორმაციით, დედაქალაქში საახალწლო გალა კონცერტი რესპუბლიკის მოედანზე, სავარაუდოდ, 23:00 საათზე დაიწყება.

როგორც სოფიო ხუნწარიამ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დედაქალაქის მცხოვრებლებს და სტუმრებს წელს გრანდიოზული ღონისძიებები ელით.

ხუნწარიას განმარტებით, ღონისძიებები გაიმართება როგორც წინასაახალწლოდ, ასევე ახალი წლის დღეებშიც.

„25 დეკემბრიდან ეტაპობრივად დაიწყებს ფუნქციონირებას ჩვენი საშობაო სოფელი 28-დან სრულად დაიტვირთება. ასევე, 28-იდან 7 იანვრის ჩათვლით სხვადასხვა ღონისძიებები მოეწყობა რესპუბლიკის მოედანზე, წელს მთავარი ნაძვის ხე იქნება განსაკუთრებით ლამაზი, რადგან მას განსხვავებული მორთულობა ექნება. გალა კონცერტზე, რომელიც რესპუბლიკის მოედანზე ჩატარდება, მონაწილეობას შოუ-ბიზნესის სახეები და ცნობილი მომღერლები მიიღებენ. დაუკრავს ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით ყველასათვის საყვარელ ქართულ კინო-მუსიკას“, - აღნიშნა ხუნწარიამ.

მისივე თქმით, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 22 დეკემბერს აინთება.

„22 დეკემბერს, ყველანი ერთად უნდა შევიკრიბოთ რესპუბლიკის მოედანზე იმისთვის, რომ ყველამ ერთად ავანთოთ მთავარი ნაძვის ხე, რომელიც იქნება განსაკუთრებულად ლამაზი, იმიტომ, რომ მას აქვს განსაკუთრებულად ლამაზი მორთულობა. 22 დეკემბერს იგეგმება გრანდიოზული ღონისძიება. ასეთი ნაძვის ხის ანთება ჯერ არ გვქონია, დაახლოებით, 150 ადამიანი იღებს მონაწილეობას. მათ შორის მინდა დავასახელო ბიჭუნათა კაპელა, გოგონათა გუნდი, მარიამ ალექსიძის საბალეტო დასი, ტანმოვარჯიშეები, მოძრაობის თეატრი, მომღერლები: ნოდიკო ტატიშვილი, სოფო გელოვანი, დაუკრავს გიორგი ცაგარელი. ღონისძიების რეჟისორი ნიკოლოზ შველიძეა. მიშა მდინარაძის ახალ კომპოზიციებზე იდგმება ეს ყველაფერი, ახალი სიმღერები გაჟღერდება და მგონია, რომ ძალიან საინტერესო იქნება არა მხოლოდ ბავშვებისთვის, ასევე დიდებისთვის. წელს გრანდიოზული საახალწლო სოფელი იქნება. ყველა ღონისძიება იქნება ერთ სივრცეში, მათ შორის ის სახლებიც, რომლებიც დგას ხოლმე ტრადიციულად, სადაც იმართება საშობაო ბაზრობა.

ასევე იქნება ორი სცენა მოწყობილი - საბავშვო ღონისძიებებისთვის და საღამოს კონცერტებისთვის. მთელი დღის განმავლობაში სხვადასხა ზღაპრის გმირები იქნებიან, იქნება საშობაო აქსესუარების სახელოსნოები და ა. შ. გალა კონცერტი წელს, რა თქმა უნდა, რესპუბლიკის მოედანზე გვექნება. სავარაუდოდ, 23:00 საათზე დაიწყება კონცერტი, მაგრამ დრო კიდევ ერთხელ დაანონსდება. ჩვენი სცენა სამი სივრცისგან შედგება, რომელიც ძალიან ლამაზი გამოდის. ასე რომ, ველოდებით ყველას სიყვარულით“, - განაცხადა ხუნწარიამ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია