დიმიტრი გაბუნია - საბედნიეროდ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის დანიშვნა დიმიტრი ცქიტიშვილის გადასაწყვეტი არ არის

საბედნიეროდ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის დანიშვნა დიმიტრი ცქიტიშვილის გადასაწყვეტი არ არის - ეს მის კომპეტენციას სცილდება, - ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების“ დეპუტატს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებას.

„მე ბატონ დიმიტრის ვთხოვ, პარლამენტის წევრის უფლებამოსილება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს“, - განუცხადა ჟურნალისტრებს დიმიტრი გაბუნიამ.

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, გენდერული საბჭოს წევრის დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, არჩევანი პირადად მასზე რომ ყოფილიყო, დიმიტრი გაბუნიას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად არ დანიშნავდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა