დავით სერგეენკო - ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან და მათი დახმარებით შევძელით ის, რაც ამ ბოლო წლების განმავლობაში შევძელით

საბედნიეროდ, ჩვენ მართლა ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან და რეალურად, მათი დახმარებით შევძელით ის, რაც ამ ბოლო წლების განმავლობაში შევძელით და ამის გამო მათი მადლიერი ვარ, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეწყობით გამართული კონფერენციის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა საყოველთაო დაზღვევის პროგრამის შექმნისას საქართველოს მიმართ დიდი მხარდაჭერა გამოხატეს.

“გლობალურ ჯანდაცვაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არის მთავარი ინსტიტუცია, რომელიც აწესებს ძირითად სტრატეგიას და ამის მიხედვით იქმნება შესაძლებლობა, რომ ქვეყნებში ჯანდაცვის გამოწვევების შესახებ მოიპოვონ ზუსტი ინფორმაცია, გადათარგმნონ ისინი ათასწლეულის გამოწვევისა და მდგრადი განვითარების მიზნების ენაზე და ქვეყნების ჯანდაცვას მკაფიო მიმართულებები მისცენ. მეორე მხრივ, აქვს შესაძლებლობა, რომ ამა თუ იმ ქვეყანას ჯანდაცვის რეფორმირების გზაზე ძალიან ძლიერი ექსპერტული მხარდაჭერა აღმოუჩინოს. საბედნიეროდ, ჩვენ მართლა ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან და რეალურად, მათი დახმარებით შევძელით ის, რაც ამ ბოლო წლების განმავლობაში შევძელით და ამის გამო მათი მადლიერი ვარ. ყველაზე მთავარი რაც იყო - 2012 წელს როგორც კი გაცხადდა, რომ საქართველოს მთავრობისთვის ჯანდაცვა პრიორიტეტული იყო, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ძალიან მოკლე პერიოდში, 2 კვირის განმავლობაში დაგვიჭირა მხარი. საყოველთაო ჯანდაცვაში ძალიან გამოცდილი ექსპერტები ჩამოვიდნენ, ისინი ჩვენთან ერთად მუშაობდნენ 3 თვის განმავლობაში და ძალიან მოკლე დროში მოვახერხეთ საყოველთაო ჯანდაცვის დაწყება:, - განაცხადა სერგეენკომ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე