პროფკავშირების ინფორმაციით, 2018 წელს სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 39 და მძიმედ დაშავდა 37 ადამიანი

2018 წელს სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 39 და მძიმედ დაშავდა 37 ადამიანი, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების 2018 წლის ანგარიშში. ანგარიშში ასევე საუბარია 2018 წელს ტყიბულში მომხდარ უბედურ შემთხვევებზეც.

„კანონის ნაკლოვანებები ასახვას ჰპოვებს სამუშაო ადგილზე გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობაში: 2018 წელს სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 39 და მძიმედ დაშავდა 37 ადამიანი. შედარებისთვის, 2017 წელს გარდაიცვალა 41 და მძიმედ დაშავდა 66 ადამიანი.

შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევისა და კონტროლის გარეშე დარჩენილი ბიზნესის შედეგი იყო ტყიბულის შახტებში წლის განმავლობაში 2-ჯერ მომხდარი უბედური შემთხვევა, რომელსაც 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა“, - ნათქვამია ანგარიშში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა