ამირან გამყრელიძე - გრიპის ვირუსის სიმპტომებით საავადმყოფოებისადმი მიმართვიანობა გაზრდილია, მაგრამ ეპიდემია გავრცელებული არ არის

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო 2 კვირის განმავლობაში სხვადასხვა რესპირატორული დაავადებებით მიმართვიანობა როგორც ამბულატორიებში, ისე საავადმყოფოებში იზრდება, თუმცა გრიპის ეპიდემია გავრცელებული არ არის.

ამირან გამყრელიძის თქმით, რესპირატორული დაავადებებით მიმართვიანობა განსაკუთრებით ბავშვთა საავადმყოფოებში გაიზარდა.

“მოგეხსენებათ, ზამთარია და ვირუსული ინფექციები, მათ შორის, გრიპი აქტიურდება. დაახლოებით, 2 კვირაზე მეტია, რაც გრიპის ვირუსი ლაბორატორიულად ფიქსირდება. მანამდე, რესპირატორული ვირუსები ფიქსირდებოდა. გრიპის ვირუსის მიერ გამოწვეული რესპირატორული სიმპტომები შედარებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხვა რესპირატორული ვირუსების მიერ გამოწვეული სიმპტომები. ბოლო 2 კვირის განმავლობაში თანდათან მოგვდის ინფორმაცია, რომ მიმართვიანობა იზრდება როგორც ამბულატორიებში, ისე საავადმყოფოებში. განსაკუთრებით, მიმართვიანობა ბავშვთა საავადმყოფოებში იზრდება”, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი თბილისის სასწრაფო სამედიცინო ცენტრის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებასაც გამოეხმაურა.

“გუშინდელი განცხადება იყო მხოლოდ მოსახლეობისთვის მოწოდება, რადგან გრიპი უმეტეს შემთხვევაში გართულების გარეშე მიმდინარეობს, მაგრამ 25-30% შემთხვევებში სერიოზული გართულებები გვაქვს. განსაკუთრებით, ბავშვთა და მოხუცთა ასაკში და ასევე ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში. ამიტომ ამ ადამიანებისადმი არის მოწოდება, რომ რაც შეიძლება მეტი პრევენციული ღონისძიება გაატარონ. განსაკუთრებით, ეს არის მშობლებისთვის: როდესაც ბავშვს აქვს მაღალი ტემპერატურა, საჭიროა, პედიატრისთვის მიმართვა”, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, გუშინ გავრცელებულ განცხადებაში თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა მოქალაქეებს მოუწოდა, ვირუსის პირველივე სიმპტომების აღმოჩენისთანავე ოჯახის ექიმს მიმართონ.

იხილეთ ვიდეო: ბოლო 2 კვირის განმავლობაში სხვადასხვა რესპირატორული დაავადებებით მიმართვიანობა გაიაზარდა

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა