დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ერთიანი ჯანმრთელობის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური განყოფილება შეიქმნა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ერთიანი ჯანმრთელობის საკითხთან დაკავშირებით, რომელშიც როგორც ადამიანები, ისე ცხოველები მოიაზრებიან, სპეციალური განყოფილება შეიქმნა.

ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გარკვეული ინფექციები ადამიანზე ცხოველისგან ვრცელდება და ამის პრევენციას 21-ე საუკუნეში დიდი ყურადღება ექცევა.

„დღეს ჩვენთან „ერთიანი ჯანმრთელობის დღე” აღინიშნება. როგორც წესი, ის მსოფლიოში ნოემბერში აღინიშნება ხოლმე, მაგრამ ამ დიდ პრობლემასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში სპეციალური განყოფილება შეიქმნა და საქართველოში მისი 21 დეკემბერს აღნიშვნაც ამას უკავშირდება. “საყოველთაო ჯანმრთელობის დღე”- ეს არის შედარებით ახალი მიმართულება ჯანმრთელობის დაცვაში, რომელიც ცხოველთა და ადამიანთა ჯანმრთელობასთან ერთიან მიდგომას გულისხმობს. ბევრი დაავადება,

მაგალითად, ცოფი და ჯილეხი ადამიანზე ცხოველით გადადის, ამიტომ ვეტერინარულ და ადამიანის ჯანმრთელობის სექტორებს შორის თანამშრომლობას 21-ე საუკუნეში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, განსაკუთრებით, მაშინ როდესაც ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კლიმატის ცვლილება ხდება, რომელიც ხელს უწყობს გენეტიკურ ცვლილებებს და შედეგად, სულ ახალი ინფექციები ჩნდება”,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა