თამარ ხულორდავას განცხადებით, მისთვისაც საინტერესოა იმ პიროვნების დადგენა, ვინც თელავში მის მანქანას დაესხა თავს

მეც ძალიან მაინტერესებს ვინ არის ის ადამიანი, იმიტომ, რომ ის იყო ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული იმ ჯგუფში, რომელთანაც უშუალოდ მომიწია შეხება თელავში მომხდარი ინციდენტი დროს, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ ხულორდავა გიგი უგულავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ოპოზიციის მიერ გამართულ აქციებზე ხელისუფლება პროვოკატორ ადამიანს გზავნის და სწორედ აღნიშნული ადამიანის გამო ჩაიმსხვრა თამარ ხულორდავას მანქანის მინა თელავში.

„ეს ყველაფერი ხდებოდა ჩართული კამერების წინ. არ მგონია, რომ დიდი სირთულე იყოს ამ ადამიანის ვინაობის დადგენა და ჩემთვისაც არის ძალიან საინტერესო. მოდის დღეს შს მინისტრი პარლამენტში და ალბათ, იქნება ეს ერთ–ერთი საკითხი, რაზეც გაგვცემს პასუხს. მე რამდენადაც ვიცი, გამოძიება ამ საკითხზე მაშინვე დაიწყო, შედგა ოქმი, მეორე დღეს გამოვიკითხეთ გამომძიებლის მიერ და დარწმუნებული ვარ ამაზე კონკრეტული პასუხები ექნება სამინისტროს“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა