„ლეოგრანდში“  მომხდარი ხანძრის საქმეზე დაკავებულ ფათიჰ იაუზის 5,6 წლით, ხოლო გიორგი მიქელაძეს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სასტუმრო „ველმონდში“ (ყოფილი „ლეოგრანდი“) მომხდარი ხანძრის საქმეზე დაკავებულ ფათიჰ იაუზის 5 წელი და 6 თვე, ხოლო გიორგი მიქელაძეს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გრატიაშვილმა მიიღო.

გიორგი მიქელაძესთან დაკავშირებით, საქმის გადაკვალიფიცირება მოხდა სსკ-ის 220-ე პრიმა მუხლით, რაც ნიშნავს გულგრილობას.

როგორც ცნობილია, სასტუმროში სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათ შორის ერთი თურქეთის მოქალაქეა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში 2017 წლის 24 ნოემბერს სასტუმრო "ველმონდში" (ყოფილ „ლეოგრანდში“) ხანძრის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ