ლევან კობერიძე - ზაზა სარალიძეს სამართლის აღსრულებისთვის საპარლამენტო დარბაზებში სიარული არ უნდა სჭირდებოდეს

ზაზა სარალიძეს სამართლის აღსრულებისთვის საპარლამენტო დარბაზებში სიარული არ უნდა სჭირდებოდეს, - აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან კობერიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გააკეთა, რომელიც შს მინისტრის გიორგი გახარიას მონაწილეობით მიმდინარეობს.

კობერიძემ აქვე აღნიშნა, რომ სამართალი, რასაც ზაზა სარალიძე ეძებს, აუცილებლად აღსრულდება.

„დღეს ჩვენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში ზაზა სარალიძე გვესწრება. ეს ფაქტი თითოეული ჩვენთაგანისთვის ორმაგი პასუხისმგებლობაა, როგორც კითხვების დასმის დროს, ასევე პასუხების გაცემის თვალსაზრისით და მსჯელობის თვალსაზრისით, რაც ამ თემაზე აქ იმართება. ამ ადამიანს არ უნდა სჭირდებოდეს საპარლამენტო, სასესიო დარბაზებში სიარული სამართლის აღსრულებისთვის“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

შს მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, გაწეული მუშაობის ანგარიშით წარსდგა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს