გიორგი გახარია - თუ ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება კონკრეტული პირების სუბიექტური მიზეზების გამო წინ ვერ წავა, ამაზე ყველა აგებს პასუხს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, თუ ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება წინ ვერ წავა კონკრეტული პირების სუბიექტური მიზეზების გამო, ამაზე ყველა აგებს პასუხს. მისი თქმით, შსს-ს ვალდებულებაა, ეს გამოძიება გაგრძელდეს იქამდე, ვიდრე შესაძლებელ დონეზე საზოგადოებაში არსებულ კითხვებს პასუხი არ გაეცემა.

„რამდენიმე კომპონენტი მინდა გამოვყო. ჩვენ ყველას გვესმის, რომ სასამართლო პროცესი დასრულებული არ არის. საქმე მიმდინარეობს აპელაციაში და იქ გარკვეული პოზიციები კიდევ შეიძლება შეიცვალოს. შსს-ში გრძელდება გამოძიება გამოყოფილ საქმესთან დაკავშირებით. ვთვლით, რომ ჩვენი ვალდებულებაა, ეს გამოძიება გაგრძელდეს იქამდე, ვიდრე შესაძლებელ დონეზე საზოგადოებაში არსებულ კითხვებს პასუხი არ გაეცემა. თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ გამოძიება ამის იქით ვეღარ მიდის და ამისთვის არსებობს სუბიექტური მიზეზები, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულ პირებთან, ამისთვის, უნდა აღიძრას სამოხელეო საქმე ყველა შესაძლო დანაშაულზე და ყველამ ამაზე უნდა აგოს პასუხი“, - განაცხადა მინისტრმა პარლამენტში.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს