გიორგი გახარია - დიახ, ვადასტურებ, რომ ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების პერიოდში გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებული არ იყო

დიახ, ვადასტურებ, რომ ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების პერიოდში გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც უნდა ჩატარებულიყო, ჩემი სუბიექტური აზრით, ჩატარებული არ იყო, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის სხდომაზე შს მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა.

გახარია თვლის, რომ სამოხელეო გადაცდომებზე სისხლის სამართლის საქმე უნდა დაიწყოს და მზადყოფნას გამოთქვამს, ჩვენება პირველმა მისცეს.

ამასთან, შს მინისტრმა პარლამენტის ტრიბუნიდან ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის საქმიანობა გააკრიტა და როგორც განაცხადა, მოხდა თავად კომისიის დისკრედიტაცია, რადგან მან ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწია.

“ხორავას ქუჩის თემა უმძიმესი თემაა არა მხოლოდ პირადად ჩემთვის და შს სამინისტროსთვის, არამედ საერთოდ ქვეყნისთვის. ამ თემაზე საუბარი მარტივი არ არის. არავის ეგონოს, რომ ვინმე ამ თემასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას არ გრძნობს. ოღონდ ისიც კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პასუხისმგებლობის ზღვარი თუ დავადგინეთ და დავიწყეთ ამ პასუხისმგებლობის პერსონალიზირება, შეიძლება საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს წავაწყდეთ. როდესაც სახელმწიფომ პარლამენტში კომისიის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო, აბსოლუტურად გულწრფელად გეტყვით, რომ პირადად მე ვფიქრობდი, რამდენად შეეძლო ამ კომისიას ხარისხობრივად განევითარებინა თუნდაც ჩვენი საპარლამენტო დემოკრატია. კომისიას ჰქონდა მანდატი ემუშავა იმაზე, სახელმწიფო მოხელეების მხრიდან იყო თუ არა გარკვეული გადაცდომები საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, რაც ობიექტურად რომ ვთქვათ, კომისიამ ვერ დაადგინა. გარდა ამისა, სამწუხაროდ, კომისიამ აბსოლუტურად გაუმართლებლად დაიწყო კონკრეტული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობების ძიება, რაც ასევე ვერ დაადგინა. ვერ მომიყვანთ ვერც ერთ ფაქტს, რომელიც კომისიამ დაადგინა და იყო ახლადგამოვლენილი ფაქტი, რაც არ იყო ან ერთი ან მეორე გამოძიების ფარგლებში. კომისიამ ვერ შესძლო დაედასტურებინა, რომ საგამოძიებო მოქმედებები, რაც არ ჩატარდა, იყო განზრახულად არჩატარებული და ამან საბოლოო შედეგზე იქონია თუ არა გავლენა. კომისიის მანდატი სწორედ ამის დადგენა იყო“, - განაცხადა შს მინისტრმა.

ამასთან, როგორც გახარიამ განაცხადა, ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით როგორც მინისტრი სრულ პასუხისმგებლობას იღებს და მიიჩნევს, რომ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ასევე პარლამენტის კომისიამ.

“მე როგორც შს მინისტრი სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ იმაზე, რაც მოხდა. გიდასტურებთ, დღესაც არ ვიცი, ის საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც არ ჩატარდა, იყო განზრახ არჩატარებული და იქონია თუ არა ამას საბოლოო შედეგეზე გავლენა. ვთვლი, რომ სამოხელეო გადაცდომებზე უნდა დაიწყოს სისხლის სამართლის საქმე და მზად ვარ, პირველი მივიდე და ჩვენება მივცე. ასევე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს კომისიამ იმაზე, რაც მას უნდა შეესრულებინა“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

იხილეთ ვიდეო: "ვადასტურებ, რომ ხორავას საქმის გამოძიების დროს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც უნდა ჩატარებულიყო, არ ჩატარებულა" - გიორგი გახარია

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა