გიორგი გახარია ოპოზიციას „შეგზავნილ პროვოკატორზე“ - იმ პირს რომ დავაკავებთ, დიდი სიამოვნებით შეგატყობინებთ და თქვენ დაკითხეთ, ვისი აგენტი იყო

რაც შეეხება თქვენს კოლეგებზე თავდასხმას, თურმე იქ სუს-ის აგენტი იყო და ა.შ. ის პიროვნება რომ იქნება დაკავებული, ამასაც შეგატყობინებთ დიდი სიამოვნებით, - ასე გამოეხმაურა შს მინისტრი გიორგი გახარია გიგი უგულავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ოპოზიციის მიერ გამართულ აქციებზე ხელისუფლება პროვოკატორ ადამიანს გზავნის, რომელიც უგულავას თქმით, სავარაუდოდ, სუს-ის აგენტია. გახარიას განმარტებით, აღნიშნული პიროვნება იმიტომ არ არის ჯერ დაკავებული, რომ მისი იდენტიფიცირება არ მომხდარა.

"რაც შეეხება თქვენს კოლეგებზე თავდასხმას, თურმე იქ სუს-ის აგენტი იყო და ა.შ. ის პიროვნება რომ იქნება დაკავებული, ამასაც შეგატყობინებთ დიდი სიამოვნებით. ზოგჯერ პიროვნების იდენტიფიცირება ასეთი მარტივი არ არის ხოლმე. თქვენ დროს უბრალოდ ხელს მოკიდებდნენ და ჩვენ იდენტიფიცირებას იურიდიულ პროცედურას ვეძახით. თქვენ რა დამასწარით იცით? წახვედით ტელევიზორში რაღაც ნახეთ, ამოიღეთ სურათები და მომიტანეთ. ისიც ვერ მიხვდით, სუს-ის აგენტი იყო თუ ვინ იყო. დღეს ერთი ბრიფინგი მოაწყვეთ, მერე აქ სურათები მოიტანეთ და ცირკი მოაწყვეთ. ხვალ რომ იმას დააკავებენ, მერე წაგიყვანთ, შეგახვედრებთ და თქვენ დაკითხეთ, ვისი აგენტი იყო,"- განაცხადა გახარიამ.

იხილეთ ვიდეო: "იმიტომ რომ ცირკია" - გიორგი გახარია პასუხი გიგა ბოკერიას გავრცელებულ ინფორმაციაზე

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს